“ჩვენ მოვემზადებით 26 ოქტომბრისთვის და გავიმარჯვებთ, გაიმარჯვებს ქართული სახელმწიფო” – მაჭარაშვილი
“დელეგიტიმაციაზე, გაყალბებაზე საუბრობენ, როდესაც არავის არანაირი ფაქტი არ დაუფიქსირებია და ა.შ. მაგრამ ამ შემთხვევაში აქაც გადაასწრო პატიმარმა სააკაშვილმა, “ჩაუშვა” ეს ხალხი და თქვა, რომ ჩვენი გეგმა არჩევნები კი არ არის, ჩვენი გეგმა არის 27 ოქტომბერს ვითომ გაყალბებული არჩევნების გაპროტესტება”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.
“ჩვენ მოვემზადებით 26 ოქტომბრისთვის და გავიმარჯვებთ, გაიმარჯვებს ქართული სახელმწიფო და 27 ოქტომბერს ეგენი სად შეიკრიბებიან, არ ვიცი, შეიძლება – „ვივამედში“ შეკრიბოს პატიმარმა სააკაშვილმა და იქ მიუსამძიმრონ ერთმანეთს მერე წაგება.
ეს ხალხი ემზადება არა არჩევნებისთვის, არამედ რადიკალური სცენარებისთვის, მაგრამ ეს აქედანვე გაშიფრულია. ამიტომაც არის, რომ არაფერი გამოუვათ, არც რევოლუცია, არც რადიკალური სცენარები”, – აღნიშნავს მაჭარაშვილი.