ირაკლი ალასანია: გვეამაყება, რომ პრემიერმა გამორჩეული სიტყვით მიმართა ასამბლეას

  საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გაერო-ს გენერალურ ასაბლეაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლას აფასებს. მინისტრის თქმით, პრემიერმა საქართველოსთვის ყველა აქტუალური და ღირებული საკითხი წამოსწია.
“პრემიერის გენერალურ ასამბლეაზე ვიზიტი თავისთავად არის ყველაზე მნიშვნელოვანი მიმდინარე პოლიტიკური მოვლენა. ყველას ძალიან გვეამაყება, რომ პრემიერმა გამორჩეული სიტყვით მიმართა ასამბლეას. ჩვენთვის ყველა აქტუალური და ღირებული საკითხი იყო წამოწეული. დარწმუნებული ვარ, ის შესთავაზება, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა მომავალში ჩვენი ქვეყნის მიღწევების დაგეგმავსთან დაკავშირებით, ზედმიწევნით სწორად შესრულდება”, – აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები