“რაიმე კონკრეტული არგუმენტი რომ ჰქონოდათ, აქამდეც გააჟღერებდნენ” – მიქანაძე ოპოზიციის სარჩელზე
“რაიმე კონკრეტული არგუმენტი რომ ჰქონოდათ, აქამდეც გააჟღერებდნენ. ეს არის მორიგი პოპულისტური, PR კამპანიაზე აწყობილი ნაბიჯი, რათა აჩვენონ დასავლელ პარტნიორებს, რომ ოპოზიციური სპექტრი კვლავაც ეწინააღმდეგება ამ კანონპროექტს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გივი მიქანაძემ “გამჭვირვალობის კანონის” წინააღმდეგ ოპოზიციის მიერ შეტანილ სარჩელზე საუბრისას აღნიშნა.
“ორკესტრირებულად მიმდინარეობს ამ პროცესების განხორციელება. იცით, რომ სალომე ზურაბიშვილმაც მიმართა საკონსტიტუციო სარჩელით. უნდა დაველოდოთ სამართლებრივ პროცესებს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, არანაირი საფუძველი არ არსებობს “, – აღნიშნა მიქანაძემ.