“განცხადებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან საბაზისო კვლევასთან მიმართებით, ძალიან სუსტი და არგუმენტისგან დაცლილი იყო” – მიქანაძე
“ის განცხადებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან საბაზისო კვლევასთან მიმართებით, ძალიან სუსტი და არგუმენტისგან დაცლილი იყო”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.
“ამაში საზოგადოება თვითონვე დარწმუნდა და ეს იყო მცდელობა იმისა, რომ როგორმე ისრები სხვა მიმართულებით გადაეტანათ, ყურადღება სხვა მიმართულებით წასულიყო და ის რეალური ფაქტი, რაც მათ გაუმჭვირვალობას ასაბუთებდა, ეს კიდევ ერთხელ რაღაცნაირად გადაფარულიყო, თუმცა ეს ასე ვერ მოხდა და ვერ მოხდება. მათ თავისი განცხადებებით ფაქტობრივად აღიარეს ის, რომ ეს სექტორი არ არის გამჭვირვალე და უფრო მეტსაც გეტყვით, განცდა ჩნდებოდა მათი განცხადებებიდან, რომ კიდევ ერთხელ ისეთი შეგრძნება იყო, რომ ჩვენ რატომ უნდა ვიყოთ გამჭვირვალე. ასეთი პათოსი დასდევდა მათ განცხადებებს“, – განაცხადა მიქანაძემ.