“იმავე საბაზისო პარამეტრების გამოყენებით, ჩვენ ჩავატარეთ იმ 122 ორგანიზაციის კვლევა, რომელთაც სარჩელით მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.
“121 ორგანიზაციიდან 22%-ს ოფიციალური ვებგვერდი არ აქვს; 31%-ს არ აქვს პროექტის დასახელება; 31%-ს არ აქვს მითითებული დონორი; პროექტის გრანტის ვადა 45%-ს არ აქვს მითითებული; ინფორმაცია იმის შესახებ, როგორია გრანტის ოდენობა – აქ ინფორმაცია კიდევ უფრო სავალალოა, ორგანიზაციების 65%-ს არ აქვს მითითებული. შემდეგი კომპონენტია ორგანიზაციის გუნდი, ამ 121 ორგანიზაციიდან 34%-ს გუნდის წევრების შესახებ ინფორმაცია არ აქვს მითითებული. წლიური ანგარიშის კომპონენტი ვებგვერდზე განთავსებული არ აქვს 121 ორგანიზაციიდან 79%-ს“ – განმარტა გივი მიქანაძემ.