თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი, შესაძლოა, პალესტინელების დახმარების მიზნით ისრაელში შევიდეს. ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერსი” ავრცელებს.
„ჩვენ ძლიერები უნდა ვიყოთ, რომ ისრაელმა ვერ შეძლოს პალესტინისთვის მსგავსი რაღაცების გაკეთება. როგორც ყარაბაღში, ლიბიაში, ჩვენ, შეიძლება, გავაკეთოთ იგივე მათთან. არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ. ჩვენ ძლიერები უნდა ვიყოთ, რომ შევძლოთ ამ ნაბიჯების გადადგმა“, – განაცხადა ერდოღანმა.
გამოცემის ცნობით, ერდოღანს არ დაუკონკრეტებია, თუ რა სახის ინტერვენციაზე საუბრობდა.