„უცხოურ ძალას უნდა, რომ უკრაინაში რაც ხდება, ის მოხდეს საქართველოში” – მაჭარაშვილი

„უცხოურ ძალას უნდა, რომ უკრაინაში რაც ხდება, ის მოხდეს საქართველოში. ამას არც მალავენ”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა “იმედის კვირას” განუცხადა.

“ჩვენ ვნახეთ კონგრესმენების განცხადებები, სადაც გვეუბნებოდნენ, რომ თქვენ არ იქცევით ისე, როგორც უკრაინა იქცევა, ასე ვაჟკაცურად, ასე თავგამოდებით. და გვითხრეს, რომ უკრაინაში დღეს ყოფილა უფრო კარგი დემოკრატია, ვიდრე საქართველოში. სწორედ ამ მოცემულობის გამოა ამ ტერაქტთან დაკავშირებული მიზეზები, რომლის მიზანი არის მშვიდობის გარანტის მყოფი ადამიანის ჩამოცილება და ქვეყანაში არეულობის მოწყობა.

არც სააკაშვილმა არ დამალა ხომ თქვა, რომ ის შემოაპარეს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, იმისთვის რომ აქ მოეწყო რევოლუციური სცენარები. ეს არ გამოვიდა, შემდგომ აქ ოპოზიციას მისცეს შანსები არც ეს არ გამოვიდა, მერე ომის დაწყების სცენარი უნდოდათ, ამაზეც უარი უთხრა ქართულმა საზოგადოებამ, აქციებზე შტურმით უნდოდათ საქართველოს პარლამენტის აღება, ესეც ვერ მოახერხეს, იმიტომ, რომ სახელმწიფომ დგას თავის სიმაღლეზე და ახალა ეს ტერორისტული აქტი”, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები