მაჭავარიანი – ოპოზიციაზე: იციან,  ხალხში რომ გავლენ, ძალიან ბერი ლანძღვის ატანა მოუწევთ

ორი წლის განმავლობაში რასაც საპირისპიროს ამბობდნენ და რასაც ჩვენ საქმით ვაკეთებდით ეს ორ წელიწად-ნახევარი, მიუხედავად უზარმაზარი ზეწოლისა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარედან, ახლა უნდათ, ეს მესიჯბოქსი გაიტანონ მოსახლეობაში, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა რადიკალური ოპოზიციის ნაწილის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომლის მიხედვითაც მათ რუსეთთან ვაჭრობის შეწყვეტა და სანქციების დაწესება არასოდეს მოუთხოვიათ.

“იციან, რომ ის რაც ჩვენ ვაკეთეთ იყო ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესების დაცვა და მათი გათვალისწინება. შესაბამისად ვერავის ვერ მოატყუებენ ამ შეცვლილი რიტორიკით და იციან, რომ ხალხში რომ გავლენ ძალიან ბერი ლანძღვის ატანა მოუწევთ. ამიტომ უწევთ ახლა, რომ რაღაცები ვითომ დაატრიალონ, მაგრამ პირიქით, უკუშედეგს მიიღებენ“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები