„ქართული ოცნების“ ამომრჩეველს „ნაცმოძრაობა“ ვერ გადაიბირებს, რაც უნდა განშტოებები გაიკეთოს, ვერანაირად” – ბითაძე
“რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ გადაიბირებს, რაც უნდა განშტოებები გაიკეთოს, ვერანაირად”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მაია ბითაძემ “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.
“გვახსოვს ჩვენ, მათ შორის, დეპუტატები, ჩემი კოლეგები პარლამენტის სესიებიდან, ალეკო ელისაშვილი იქნებოდა, აქუბარდია თუ ვაშაძე, როგორ მოგვიწოდებდნენ, რომ რამდენიმე მიმართულებით გვემუშავა. მათ შორის, როგორც ჩარტერული რეისებით მოხალისეების გაგზავნის თვალსაზრისით, ასევე, სამხედრო ტექნიკის მიწოდების, მაშინ, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, მოწინავე იმ ქვეყნებს შორის, ვინც ჰუმანიტარული დახმარება გაუწია უკრაინას და დღემდე ახორციელებს ამ მიმართულებით ქმედებებს და ასევე, იყო თითქმის ყველა რეზოლუციის თანასპონსორი და თანაავტორი, მათ შორის ჰააგის სასამართლოში“, – განაცხადა ბითაძემ.