ირაკლი ალასანია: ჩვენი გმირები, რომლებმაც 21 წლის წინ თავი შესწირეს, მაგალითია ყველა ჩვენი მოქალაქისათვის

   თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ჩვენი გმირები, ის ვაჟკაცები, ვინც ჩვენი დღევანდელობისთვის, ჩვენი შვილებისთვის 21 წლის წინ თავი შესწირეს, დღესაც მაგალითია ყველა ჩვენი მოქალაქისთვის. როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამების საკათედრო ტაძართან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, 21 წლის წინ დაღუპული გმირების წვლილია, რომ ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა შეინარჩუნა.
თავდაცვის მინისტრი მოადგილეებთან ერთად ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით მიმდინარე ლიტურგიაზე იმყოფებოდა, რომელსაც სამების საკათედრო ტაძარში უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელთამვრებთან ერთად აღავლენს. წირვას ასევე ესწრებიან აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები. ტაძარში იმყოფება ქართული ჯარის ნაწილი.
“დღევანდელი პანაშვიდი, რომელსაც ჩვენი უწმიდესი აღავლენს, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ღმერთი ყოველთვის არის მათთან, ვინც საკუთარ ქვეყანას იცავს. ჩვენი გმირები, ის ვაჟკაცები, ვინც ჩვენი დღევანდელობისთვის, ჩვენი შვილებისთვის 21 წლის წინ თავი შესწირეს, დღესაც არის მაგალითი ყველა ჩვენი მოქალაქისთვის. დღეს კიდევ ერთხელ ვიხსენებთ მათ დიდ წვლილს ჩვენი დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში”, – აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
დღეს სოხუმის დაცემიდან 21 წელი გავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები