ბითაძე – ოპოზიციაზე: თურმე ისინი ჩვენგან არასდროს ითხოვდნენ სანქციების დაწესებას და თურმე არასდროს გაუკეთებია არავის ისეთი განცხადება, რომელიც საქართველოს ომში ჩართვას უქადდა

ჩამოშლის ერთ -ერთი მიზეზი არის ის აღმავალი ტალღა, რომელიც გარკვეულწილად გადამდები იყო, როდესაც “გამჭვირვალობის კანონს” ვიღებდით და მოსახლეობის გარკვეული ნაწილი შეცდომაში იყო შეყვანილი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მაია ბითაძემ “ქრონიკაში” ისაუბრა.

“ბუნებრივია, მე არ ვსაუბრობ ყველაზე და რა თქმა უნდა, ადამიანებმა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს უნდა მისცენ ხმა, ეს არის დემოკრატია და ეს გვსურს ჩვენ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს მთავარი ღერძი, რომ „ქართული ოცნება“ არის რუსული ხელისუფლება ან რუსეთის ინტერესების გამტანი, ქართველი ადამიანი რომ დაფიქრდა, ძალიან კარგად გაიაზრა, რომ ეს ასე არ არის და დღეს აქ ჩელიაბინსკში არავის გაუღვიძია. მთელი ეს რიტორიკა, რომელიც დაკავშირებული იყო „ქართული ოცნების“ ე.წ. რუსეთუმეობასთან და დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ჩვენ არ დავაწესეთ სანქციები, დღეს გვევლინებიან იგივე ადამიანები, მათ შორის ვაშაძე და ა.შ. ვინც დღეს იძახის, რომ თურმე ისინი ჩვენგან არასდროს ითხოვდნენ სანქციების დაწესებას და თურმე არასდროს გაუკეთებია არავის ისეთი განცხადება, რომელიც საქართველოს ომში ჩართვას უქადდა”, – აღნიშნა ბითაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები