„პრემიერმა მკაფიო გზავნილები გააკეთა როგორც ევროპელი, ასევე ამერიკელი პარტნიორების მიმართ“

  საქართველოს ელჩი აშშ- ში არჩილ გეგეშიძე პრემიერ- მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გაეროს ანსამბლეაზე სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა. ელჩის თქმით, პრემიერმა მკაფიო გზავნილები გააკეთა როგორც ევროპელი, ასევე ამერიკელი პარტნიორების მიმართ.
„იგი იყო მორგებული როგორც ჩვენი – ევროპელი, ამერიკელი პარტნიორებისთვის, რეგიონალური პარტნიორებისთვის, ქვეყნის შიდა აუდიტორიისთვის, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის და დებისთვის. ვფიქრობ, ეს იყო ძალიან კარგად გათვლილი დღვანდელი მომენტის შერჩევით“, – განაცხადა არჩილ გეგეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები