საქართველო გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიმდინარე სესიის ვიცე-თავმჯდომარე გახდა

  საქართველო გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიმდინარე სესიის ვიცე-თავმჯდომარე გახდა. ქვეყანა აღნიშნულ პოზიციას მომავალი ერთი წლის განმავლობაში დაიკავებს.
საქართველო, გენერალური ასამბლეის პრეზიდენტთან ერთად, მონაწილეობს ასამბლეის დღის წესრიგისა და საკითხების შემუშავებაში, გაერო-ში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი გაეროს პრეზიდუმში ადგილს იკავებს და ცალკეული სხდომების მიმდინარეობას უძღვება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 69-ე სესიას, რომელზეც სიტყვით გამოვიდა პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გაერო-ში საქართველოს ელჩი კახა იმნაძე უძღვებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები