ბაშარ ალ-ასადი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდა

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი მოსკოვში ჩავიდა, ის კრემლში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ოფიციალური შეხვედრის დროს პუტინმა ასადს განუცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში კვლავ დაძაბული ვითარებაა, რის გამოც თანამშრომლობა აუცილებელია.

ასადმა აღნიშნა, რომ სირიასა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 80 წლის გასვლის შემდეგ ქვეყნები ურთიერთობას აღრმავებენ.

რუსეთისა და სირიის ლიდერები ერთმანეთს ბოლოს 2023 წელს, მოსკოვში შეხვდნენ.

მოამზადა ჯემალ ჟიჟავაძემ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები