რატი ბრეგაძე: ბატონი ივანიშვილი თუ გადაწყვეტს და იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი, დარწმუნებული ვარ, საქართველოს ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტი იქნება
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ მისი აზრით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას და საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება, არჩევის შემთხვევაში ის საქართველოს ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტი იქნება.
„ბატონი ივანიშვილი, თუ ის გადაწყვეტს და იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი, დარწმუნებული ვარ, საქართველოს ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტი იქნება, თუმცა ვინ იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი არ ვიცი”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციაში 2017 წელს შეტანილი ცვლილების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით დებატების გარეშე, ღია კენჭისყრით საარჩევნო კოლეგია ირჩევს. ცვლილების მიხედვით, 2024 წლიდან პრეზიდენტს, მოქალაქეები პირდაპირი არჩევის წესით აღარ აირჩევენ.