საპროგნოზო პარამეტრების კუთხით, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მაკროეკონომიკური გარემო ძლიერია. ამასთან, ბუნებრივია სენტიმენტების ცვლილებაც მნიშვნელოვანია და ხშირად რთულად პროგნოზირებადი. თუმცა, იმის თქმა დანამდვილებით შეიძლება, რომ თუ არსებობს მოლოდინები არჩევნების შემდეგ ლარის კურსის გაუფასურების თაობაზე, ეს გაცვლით კურსზე მნიშვნელოვნად უფრო ადრე უნდა აისახოს. აღნიშნულის საილუსტრაციოდ ისევ და ისევ, ბოლო წლებში ლარის სეზონურობა გამოდგება. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ სავალუტო შემოდინებები კვლავ სეზონურია, გაცვლითი კურსის სეზონურობა უკვე ნაკლებად შეინიშნება. მთლიანობაში, სხვადასხვა ფაქტორის ერთობლიობით, ვინარჩუნებთ დიდწილად ნეიტრალურ საბაზო სცენარს.

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე. R