“ყველასთვის პატივსაცემ და საყვარელ ქალბატონ ნანი ბრეგვაძეს გულითადად ვულოცავ დაბადების დღეს” – ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორე  ნანი ბრეგვაძეს დაბადების დღეს ულოცავს.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე ქვეყნდება.

“ქართული და არამარტო ქართული საესტრადო ხელოვნების შეუდარებელ მშვენებას, ჩვენი საზოგადოების გამორჩეულად დიდებულ ქალბატონს, ყველასთვის პატივსაცემ და საყვარელ ქალბატონ ნანი ბრეგვაძეს გულითადად ვულოცავ დაბადების დღეს და ვუსურვებ კვლავაც მრავალჟამიერ ნაყოფიერ სიცოცხლეს ჩვენი ხალხის გასახარად.

ქალბატონო ნანი, ღმერთმა დაგლოცოთ.

იხარეთ ორსავ სოფელსა შინა.

ქრისტესმიერი სიყვარულით თქვენთვის მლოცველი, ილია II”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები