შუალედური სამთო მომზადების ზაფხულის კურსი დასრულდა

საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში შუალედური სამთო მომზადების ზაფხულის კურსი დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურსის დასრულების ცერემონიალი საჩხერის სამთო მომზადების სკოლის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ღონისძიებას სამხედრო განათლების სარდლობის წარმომადგენლები და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ დაესწრნენ. მათ სამხედრო მოსამსახურეებს კურსის დასრულების შესაბამისი სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადასცეს. სწავლებაში, სამთო მომზადების სკოლის ქართველ კურსანტებთან ერთად, ესტონელი და სომეხი სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. კურსის განმავლობაში ათმა სამხედრო მოსამსახურემ სხვადასხვა სირთულის ამოცანა შეასრულა. მათ აბულის სასროლეთზე მაღალ მთაში სროლის უნარ-ჩვევები დახვეწეს, ასევე შეისწავლეს ზღვის დონიდან 4100 -მეტრიანი სიმაღლის დალაშქვრისა და მყინვარწვერზე გადაადგილების ტექნიკა. კურსის ბოლოს ქართველ და უცხოელ სამხედროებს შემაჯამებელი ტესტირება ჩაუტარდათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები