თელ ავივის ცენტრში აფეთქება მოხდა – დაღუპულია ერთი ადამიანი(ვიდეო)

თელ ავივის ცენტრში აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ოთხი ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ცნობით, აფეთქება, სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმამ გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ აფეთქება რამდენიმე საათის შემდეგ მოხდა, რაც ისრაელის სამხედროებმა დაადასტურეს, რომ სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ უფროსი მეთაური მოკლეს.
„პირველმა გამოძიებამ დაადგინა, რომ თელ ავივში აფეთქება საჰაერო სამიზნის ჩამოგდებამ გამოიწვია. სირენები არ გააქტიურებულა. ინციდენტი საფუძვლიანად განიხილება“, – განაცხადეს ისრაელის თავდაცვის ძალებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები