“არა მხოლოდ საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, არამედ ევროკავშირისთვისაც საქართველოს შეუძლია, უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულოს” – გორდულაძე

“საქართველოს შეუძლია, რომ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშოს როგორც ევროკავშირისთვის, ასევე, ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვის”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ გორდულაძემ “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.

დეპუტატის თქმით, განსაკუთრებით, ეს როლი გამოიხატება ეკონომიკურ საკითხებში.

“ჩვენ ამისთვის შეგვიძლია,  მაგალითად მოვიყვანოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა, ე.წ. ელექტროსადენის პროექტი – ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია საქართველოს როლი გეოპოლიტიკური თვალსაზრისით.

შესაბამისად, არა მხოლოდ საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, არამედ ევროკავშირისთვისაც საქართველოს შეუძლია, უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულოს. ჩვენი ინტერესი, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ცალსახად ემთხვევა ერთმანეთს”, – აღნიშნა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები