“საქართველოში არის სასურველი და კარგი საინვესტიციო კლიმატი, რაც ბევრი მიმართულებით აჩვენებს ქვეყნის წინსვლას” – ბოჭორიშვილი

“საქართველოში არის სასურველი და კარგი საინვესტიციო კლიმატი, რაც ბევრი მიმართულებით აჩვენებს ქვეყნის წინსვლას”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

“ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ არის აღნიშნული ის მძიმე გამოწვევები, რის წინაშეც იდგა სახელმწიფო წინა ხელისუფლების დროს. ამის უგულებელყოფა ვერ ხდება.

სწორედ აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის პროგრესი, რაც ამ ათწლიანი პერიოდის განმავლობაში ჰქონდა ქვეყანას”, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შეფასებისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები