“გულწრფელად ვულოცავ ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტად ხელახალ არჩევას” – ზურაბიშვილი
“გულწრფელად ვულოცავ ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტად ხელახალ არჩევას”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით არჩევას ულოცავს.
“თქვენი მტკიცე ხელმძღვანელობა ევროკავშირს აძლიერებს. მოუთმენლად ველი ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას, როცა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველო და ქართველი ხალხი მტკიცედ დგას“, – წერს პრეზიდენტი X-ზე