დღეს საერთო სამაგისტრო გამოცდა სრულდება
“დღეს საერთო სამაგისტრო გამოცდა სრულდება. მაგისტრანტობის მსურველები ლოგიკური მსჯელობისა და რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილში გამოცდას ორ სესიად აბარებენ”, – ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
“საგამოცდო ცენტრებში გამოცხადდა 74%-ზე მეტი აპლიკანტი.
ამ დროის მონაცემებით, არის დაგვიანების 4 შემთხვევა.
ხვალ გამოცდებში კვლავ ჩაერთვებიან აბიტურიენტები, რომლებიც გამოცდას ამჯერად ბიოლოგიაში ჩააბარებენ. რაც შეეხება მასწავლებლის გამოცდების მონაწილეებს, მათთვის პირველ სესიაზე გამოცდა ჩატარდება შემდეგ საგნებში:
იტალიური ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური)(წერითი ნაწილი);
ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისათვის) (წერითი ნაწილი);
ფრანგული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური)(წერითი ნაწილი);
გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური)(წერითი ნაწილი);
რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური)(წერითი ნაწილი);
ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური)(წერითი ნაწილი);
სპორტი.
მეორე სესია დაეთმობა ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების/კომპიუტერული ტექნოლოგიების (წერითი ნაწილი) გამოცდას.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.