პარლამენტი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს ხვალ განიხილავს
პარლამენტი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს ხვალ განიხილავს.
თავდაპირველად, განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაიმართება, ამის შემდგომ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ და უყრიან კენჭს.
“ამნისტიის შესახებ“ პროექტს პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღებს. მეორე-მესამე მოსმენით განხილვა საშემოდგომო სესიის ფარგლებში გაგრძელდება.