ვოლსკი ოპოზიციის ერთობაზე – უნდათ, ახალგაზრდების ზურგზე კარგად მოირგონ ადგილი, შემოახტნენ და მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში

ამ ძალების გათამაშება და გადალაგება საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის თავგზის არევას ემსახურება,- პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ხაზარაძე-ჯაფარიძე და გახარიას შესაძლო ერთობას ეხმაურება.

“ლელოს” უცხადებს, რომ ნაცმოძრაობის კლანჭებს უნდა გამოგლიჯოს და გადაარჩინოს. ის ამბობს, რომ თუ განმარტებებს მოგვცემს 20 ივნისთან დაკავშირებით, როდესაც გახარიას „თვალთხარია” შევარქვითო. ამაზე მეტი უტიფრობა, უმსგავსობა და ბოროტი კომედიის ჟანრი ვერც წარმომიდგენია, რომ ვინმე რეჟისორსაც კი ჰქონდეს თავის ფილმში აღწერილი.

მე ვფიქრობ, რომ ამ ძალების გათამაშება და გადალაგება სწორედ იმიტომ არის, რომ ახალგაზრდების ზურგზე კარგად მოირგონ ადგილი, შემოახტნენ და მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში და თავგზა აუბნიონ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს. თუმცა, არ მგონია, რომ წარმატება ჰქონდეთ,” – აცხადებს გიორგი ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები