პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„კანონის პროექტით თამბაქოს მწარმოებლად განისაზღვრება შესაბამისი ლიცენზიის მფლობელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის კონკრეტული ნორმით განსაზღვრულ საქმიანობებს და პასუხს აგებს კანონის მოთხოვნათა შესრულებისათვის მის მიერ განხორციელებული საქმიანობის ყოველ ეტაპზე“, – აცხადებს კანონპროექტის თანაავტორი,  არჩილ გორდულაძე.

კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განისაზღვრება თამბაქოს წარმოების ლიცენზირების წესი და პირობები.

კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები