დავით სერგეენკომ ამერიკაში შეხვედრები გამართა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით იმყოფება. მინისტრმა ამერიკის ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ოთხი ინსტიტუტის (NIAID, NCI, HLBI, National Libraru Of Medicine) ხელმძღვანელობასთან შეხვედრები გამართა. სამინისტროს ინფორმაციით, იგი ასევე შეხვდა ამერიკის სამედიცინო ბიბლიოთეკის დირექტორს. მხარეებმა ისაუბრეს მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე. განიხილეს შემდეგი წლის დღის წესრიგი და შესაბამისი სფეროების განვითარებისთვის გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები