აჩადარის სამარხის გახსნაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

აფხაზურ მხარესთან აჩადარის სამარხის გახსნაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. როგორც პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აჩადარის სამარხში, სავარაუდოდ, 44 ქართველი მეომრის ნეშტი განისვენებს. დეპუტატის თქმით, ეს ის მეომრები არიან, რომლებიც 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმში, მინისტრთა საბჭოს შენობას ბოლომდე იცავდნენ. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით, აფხაზურ მხარესთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად, 2014 წლის გაზაფხულზე ბაბუშერის სამარხი გაიხსნა, საიდანაც თბილისში 31 ქართველი მეომრის ნეშტი გადმოასვენეს. პროცესი კვლავ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები