თბილისში ე.წ. ძველმანების ბაზრობა დაიწვა – ხანძარმა 30 კვადრატული მეტრის ფართობი გაანადგურა

თბილისში, წინამძღვრიშვილის 190 ნომერში, ე.წ. ძველმანების ბაზრობა იწვის – ამის შესახებ „კვირას“ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე შვიდი სახანძროს მანქანა იყო მობილიზებული, ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია. ხანძარმა 30 კვადრატული მეტრის ფართობის ტერიტორია გაანადგურა.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები