“ჩვენთვის დღემდე უცნობია კონკრეტული ფაქტები ფარცხალაძესთან მიმართებით, რადგან განცხადებები ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე იყო გაკეთებული” – მიქანაძე

“ჩვენთვის დღემდე უცნობია კონკრეტული ფაქტები ფარცხალაძესთან მიმართებით იმიტომ, რომ, როგორც სხვა შემთხვევებში, სამწუხაროდ, იყო გაკეთებული კონკრეტული განცხადებები, ყოველგვარი ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახლა ჩვენ ვსაუბრობთ გენერალური პროკურორობის ახალ კანდიდატზე და ეს ადამიანი მართლაც გამორჩეულია საკუთარი რეპუტაციით, საქმიანობით”, – აღნიშნა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები