“დღეს 15 ივლისია და ჩვენ ახალგაზრდებთან ერთიანობით უკვე დავიწყეთ წინასაარჩევნო გარემოს შესწავლა/შეფასება” – კორძაია
“დღეს 15 ივლისია და ჩვენ ახალგაზრდებთან ერთიანობით უკვე დავიწყეთ წინასაარჩევნო გარემოს შესწავლა/შეფასება”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ ბრიფინგზე განაცხადა.
“მოხალისეებს წინასწარ მივაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციას, რაც უნდა იცოდნენ ხმების დასაცავად. ასევე, ჩვენს სოციალურ ქსელებში განთავსდება რეგისტრაციის ფორმები, მაქსიმალურად შევეცდებით, შევქმნათ ხელსაყრელი პირობები. მოხალისედ რეგისტრაცია მარტივია: უნდა მიუთითოთ სახელი, გვარი, ტელეფონი, ელ.ფოსტა და თქვენთვის ხელსაყრელი ქალაქი, რაიონი ან სოფელი, საიდანაც შეძლებთ ჩვენი ქვეყნისა და მომავლის დაცვას. რაც მეტი ვიქნებით, უფრო დამაჯერებელი იქნება ჩვენი გამარჯვება, ერთიანობით ვიგებთ”, – აღნიშნა კორძაიამ.