ბევრი საკითხია, რომელიც მსჯავრდებულის უფლებებზე უარყოფით გავლენას ახდენს, რომელიც პირობით, ვადამდე ადრე გათავისუფლებას ეხება – ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველის აპარატმა 200 საქმე შეისწავლა და მთელი რიგი ხარვეზები გამოავლინა როგორც გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ისე მის შინაარსთან დაკავშირებით,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღების დროს არაერთგვაროვანი პრაქტიკა არსებობს.

“ძალიან მნიშვნელოვანი კვლევის პრეზენტაცია გვაქვს დღეს, რომელიც ხანდაზმულობის, ავადმყოფობის ან ორსულობის პირობებში, მსჯავრის გადავადებას ან გათავისუფლების საფუძვლებს ეხება. სახალხო დამცველის აპარატმა 200 საქმე შეისწავლა და მთელი რიგი ხარვეზები გამოავლინა როგორც გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ისე მის შინაარსთან დაკავშირებით. ეს კვლევა როგორც პენიტენციურ სამსახურს, ისე სასამართლოს დაეხმარება იმ ხარვეზების იდენტიფიკაციასა და გამოსწორებაში, რომელიც ვადამდე პირობით გათავისუფლებასთან დაკავშირებით არსებობს.

ასევე, გადაწყვეტილებების მიღების დროს, არაერთგვაროვანი პრაქტიკა არსებობს. სასამართლო ექსპერტიზის დანიშვნის ვადები და მისი მომზადების ხანგრძლივობა, რომელიც საქმიდან გამომდინარე სხვადასხვანაირია. ბევრი საკითხია, რომელიც მსჯავრდებულის უფლებებზე უარყოფით გავლენას ახდენს, რომელიც პირობით, ვადამდე ადრე გათავისუფლებას ეხება. ეს კვლევა მოცულობითია, რომელიც სასამართლოსა და იუსტიციის სამინისტროს დაეხმარება, რომ ეს მექანიზმები სრულყოფილი გახდეს”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები