მაჭავარიანი პროკურორის შერჩევის პროცესზე: გაგვიკვირდება, ოპოზიციას რომ მხარი დაეჭირა
ოპოზიციის პოზიცია ახალი არ არის, პირიქით, უფრო გაგვიკვირდებოდა, რომ მხარი დაეჭირათ,- ამის შესახებ საუბრობს ლევან მაჭავარიანი, “ქართული ოცნების” წევრი.
მისი თქმით, გიორგი გაბიტაშვილი პროფესიონალია თავის საქმეში.
“ყველანი ერთად თვალყურს ვადევნებდით ამ პროცესს, 11 კანდიდატიდან საბჭომ შეარჩია ბატონი გაბიტაშვილი, რომელიც წარედგინა პარლამენტს.
გიორგი გაბიტაშვილი გამოირჩევა ძალიან დიდი გამოცდილებით, იგი წლების განმავლობაში გახლდათ გენერალური პროკურორის მოადგილე. არის ძალიან კეთილსინდისიერი ადამიანი და თავისი საქმის უმაღლესი დონის პროფესიონალი.
ოპოზიციის პოზიცია ახალი არ არის, პირიქით, უფრო გაგვიკვირდებოდა, რომ მხარი დაეჭირათ. წინა 12 წელს რომ გადავხედოთ, არ აქვს მნიშვნელობა რომელ პოზიციაზე ხდება კანდიდატის წარდგენა, ისინი ყოველთვის ცდილობენ დესტრუქციის შეტანას და მოქალაქეებში ნიჰილიზმის დანერგვას”,- განაცხადა მაჭავარიანმა.