ლევან მაჭავარიანი: უცნაურია, დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში ემთხვევა ის, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე ხდება თავდასხმა, ტერაქტი და შემდეგ უკვე დონალდ ტრამპზე

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ ძალიან უცნაურია, როდესაც დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში ემთხვევა ის, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე, ფიცოზე ხდება თავდასხმა, ტერაქტი და შემდეგ უკვე დონალდ ტრამპზე.

„მათ შორის ერთი დიდი მსგავსებაა, რომ ორივე არის უკრაინაში ომის რაც შეიძლება მალე დამთავრების მომხრე, ორივე კატეგორიულად ეწინააღმდეგება ლგბტ პროპაგანდას და ორივე კატეგორიულად ეწინააღმდეგება არალეგალურ მიგრაციას. ასეთი ტიპის დამთხვევა არის. ამის უკან, რა თქმა უნდა, გარკვეული ძალები დგანან“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები