უცხოური გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს სალომე ზურაბიშვილი მიმართავს
უცხოური გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილი.
პრეზიდენტი მმართველი პარტიის მიერ მიღებული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ეს ნაბიჯი მოულოდნელი არ ყოფილა.
“როდესაც ჩვენ ამ კანონს ვაინიცირებდით, ზუსტად ვიცოდით, რომ უცხოური გავლენის აგენტურა მას გაასაჩივრებდა.
პირველი, როგორც მოლოდინი გვქონდა, ეს არის პრეზიდენტი, რომელიც არაერთხელ არის შემჩნეული და დადასტურებული კონსტიტუციის დარღვევაში – რომელსაც არაფერი აქვს საერთო ქართულ სახელმწიფოსთან, ტრადიციებთან, მართლმადიდებლობასთან”, – აღნიშნა ზარქუამ.