დეპუტატები მიმდინარე კვირას ამნისტიის პროექტის განხილვას იწყებენ
მიმდინარე კვირას პარლამენტი ახალი კანონის მისაღებად ემზადება – საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ამნისტიის პროექტზე დაიწყებენ მსჯელობას.
დოკუმენტი უკვე ინიცირებულია, მისი ავტორი კი მმართველი პარტიაა.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აღნიშნავენ, ეს პროექტი საქართველოს ევროპულ სტანდარტთან კიდევ ერთი ნაბიჯით დააახლოებს.
პოლიტიკურ ოპოზიციაში კი აღნიშნავენ, რომ ამნისტიის პროექტი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია და მათი დიდი ნაწილი განხილვებში მონაწილეობას არ აპირებს.