“იმედი გვაქვს, რომ მოხდება ვითარების სწორად შეფასება, მათ შორის – საქართველოს როლის, როგორც რეგიონული უსაფრთხოების, ასევე ევროპა-აზიის დაკავშირების მხრივ და გადაწყვეტილებები პოზიტიური კუთხით შეიცვლება” – პაპუაშვილი

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მოხდება ვითარების სწორად შეფასება, მათ შორის – საქართველოს როლის, როგორც რეგიონული უსაფრთხოების, ასევე, ევროპა-აზიის დაკავშირების მხრივ და როგორც სწრაფად იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული, ასევე სწრაფად შეიცვლება გადაწყვეტილებები პოზიტიური კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირას“ განუცხადა.

„საქართველო იყო ის ქვეყანა, რომელმაც მაგალითად, 2014 წელს ევროკავშირის მისია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაარჩინა მის შეუმდგარობას. ევროკავშირის შიგნით ვერ პოულობდნენ ქვეყნებს, რომელიც ამ მისიაში წავიდოდნენ. საკმაოდ რთული მისია იყო უსაფრთხოების მხრივაც და ევროკავშირი საკუთარ რიგებშიც ვერ პოულობდა მსურველებს, რომ წასულიყვნენ ამ სამხედრო მისიაში. მაშინ ჩვენ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, გადავარჩინეთ ეს მისია ჩაშლას.

ზოგადად, გადაწყვეტილებები დამოკიდებულია კონტექსტსა და კონიუნქტურაზე. ერთი მხრივ, ეს ცუდია, ვინაიდან ასე სწრაფად მიიღება ნეგატიური გადაწყვეტილება, მაგრამ მეორე მხრივ, ამაში ჩვენ პოზიტივიც უნდა დავინახოთ, რომ ამ საკითხის შემობრუნება და პოზიტიური გადაწყვეტილებებიც ასევე სწრაფად მოხდება, როგორც კი შეიცვლება კონტექსტი და კონიუნქტურა. ამიტომ, ჩვენ ამის იმედი გვაქვს, რომ მოხდება ვითარების სწორად შეფასება, მათ შორის, საქართველოს როლის, როგორც რეგიონული უსაფრთხოების მხრივ, ისევე ევროპა-აზიის დაკავშირების მხრივ და როგორც სწრაფად იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული, ასევე სწრაფად შეიცვლება გადაწყვეტილებები პოზიტიური კუთხით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები