“ტრამპის მკვლელობის მცდელობამ და ჩვენი ოპოზიციის და მათი ენჯეოების რეაქციამ დაადასტურა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება წყალგამყოფი ომსა და მშვიდობას შორის” – პაპუაშვილი
“დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობამ და მასზე ჩვენი ოპოზიციის და მათი ენჯეოების რეაქციამ საბოლოოდ დაადასტურა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება წყალგამყოფი ომსა და მშვიდობას შორის”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“უცხოეთიდან მართული ამ ხალხის ხელისუფლებაში მოსვლის თეორიულად დაშვებაც კი ჩვენი ქვეყნის დაბეჩავებას, შიდა არეულობას, ეკონომიკის ჩამოშლას და ცეცხლის ალში საქართველოს გახვევას ნიშნავს.
ყველგან და ყოველთვის გახსოვდეს საქართველო!”, – წერს პაპუაშვილი.