ჩვენი სამიზნე არის, რომ დაახლოებით ერთი მესამედით დაიწიოს პატიმრების რაოდენობამ, ამ ამნისტიით ჩვენ პირველ ნაბიჯს ვდგამთ – შალვა პაპუაშვილი

ჩვენი სამიზნე არის, რომ დაახლოებით ერთი მესამედით დაიწიოს პატიმრების რაოდენობამ. ამ ამნისტიით ჩვენ პირველ ნაბიჯს ვდგამთ. დაახლოებით 10%-მდე პატიმარს შეეხება ამნისტია დაუყოვნებელი გათავისუფლების წესით,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამნისტიის კანონპროექტით პრემიერმა გაიმეორა ის, რაც მან პრემიერის პოსტზე არჩევის დროს განაცხადა, რომ მისი მიზანია, საქართველოში პატიმრების რაოდენობის შემცირება.

“რამდენიმეკვირიანი მუშაობის შედეგად, გუშინ იყო წარმოდგენილი ამნისტიის კანონპროექტი, პრემიერმა საკუთარი ანგარიშის დროს გაიმეორა ის, რაც მან პრემიერის პოსტზე არჩევის დროს განაცხადა, რომ მისი მიზანია, საქართველოში პატიმრების რაოდენობა შემცირდეს და ამით ჩვენ გარკვეულწილად ევროპის სტანდარტზე ჩამოვიდეთ.

ჩვენი სამიზნე არის, რომ დაახლოებით ერთი მესამედით დაიწიოს პატიმრების რაოდენობამ. ამ ამნისტიით ჩვენ პირველ ნაბიჯს ვდგამთ. დაახლოებით 10%-მდე პატიმარს შეეხება ამნისტია დაუყოვნებელი გათავისუფლების წესით, საერთო ჯამში კი შეეხება პატიმრობაში მყოფ პირთა ერთ მესამედს. ციფრები მიახლოებითია. დაახლოებით 7000 პრობაციონერს მოეხსნება პრობაცია, ვინაიდან მათ ერთ წელზე ნაკლები აქვთ დარჩენილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები