ლევან იოსელიანი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელებს შეხვდა

2024 წლის 12 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევანი იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის დირექტორს შონ დანს და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის წარმომადგენელს ლადო რაზმაძეს შეხვდნენ.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე სახალხო დამცველმა არჩევნებთან დაკავშირებით აპარატის უფლებამოსილებაზე, საარჩევნო პროცესებზე დაკვირვებისა და საქმეების შესწავლის პრაქტიკაზე ისაუბრა. მხარეებმა ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები