უკრაინის მთავრობამ უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების თანამშრომლები მობილიზაციისგან გაათავისუფლა და ე.წ. ჯავშანი მისცა – სიას უკრაინული გამოცემა აქვეყნებს
უკრიანის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, მთელ რიგ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და შპს-ებს, რომლებიც პოლიტიკურ საკითხებზე მუშაობენ და იღებენ უცხოურ დაფინანსებას, მობილიზაციისგან სრული – 100%-იანი დაცვა აქვთ, – ამის შესახებ უკრაინული ინტერნეტ გამოცემა სასამართლო-სამართლებრივი გაზეთი წერს.
მინისტრთა კაბინეტის ბრძანებაში შესული ცვლილებების მიხედვით, მობილიზაციისგან ე.წ. ჯავშანს ის ორგანიზაციები იღებენ, რომლებსაც ეკონომიკის ფუნქციონირებისთვის და განსაკუთრებულ პერიოდში მოსახლეობისთვის სასიცოცხლო საქმიანობის უზრუნველსაყოფად კრიტიკული მნიშვნელობა აქვთ.
სასამართლო-სამართლებრივი გაზეთი წერს , რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და შპს-ების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებმაც მიიღეს თანამშრომელთა 100%-ზე მობილიზაციისაგან ე.წ ჯავშანი , უცხოელი პარტნიორების ხარჯზე საარჩევნო საკითხებზე მუშაობენ და დაკავებულები არიან საზოგადოებრივი აზრის კვლევით, თუმცა რატომღაც კრიტიკულად მნიშვნელოვანად არიან მიჩნეულები.
სტატიაში ნათვქმია, რომ ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც საზოგადოებრივი კომპანიები, როგორიცაა კიევის მეტრო და კიევავტოდორი, მობილიზაციის გამო მუშახელის ნაკლებობაზე საუბრობენ. მობილიზაციისგან სრულ დაცვას არ ექვემდებარებიან სახელმწიფო საგანგებო სამსახურის მაშველები და პოლიციის თანამშრომლები. ქალაქის ზოგიერთი საწარმო კი სამუშაოების შეწყვეტის რისკებზე საუბრობს.
ასვეე გარდა ორგანიზაციებისა, რომლებიც არიან დონორი ინსტიტუტების უშუალო წარმომადგენლები აშშ-დან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ა.შ., უკრაინის მთავრობის სიაში შედის არაერთი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია და შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულება.
მაგალითად ასეთია უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო ქსელი “ოპრა”, რომლის ლიდერებს შორის არის ოლგა აივაზოვსკაია. ღია წყაროების მიხედვით, ის იყო ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი. „არჩევნები, როგორც დემოკრატიის ინსტრუმენტი არის ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის საფუძველი“, – წერია ორგანიზაციის ვებ გვერდზე.
სიაში ვხვდებით არასამთავრობო ორგანიზაციას „პოლიტიკური სტუდიებისა და ანალიტიკის ცენტრი ეიდოსი“.მისი ერთ-ერთი დამფუძნებელია პოლიტიკური სტრატეგი ვიქტორ ტარანი. ორგანიზაციის facebook გვერდი იუწყება, რომ ცოტა ხნის წინ ჩაატარა ღონისძიება სახელწოდებით- „გასტროტურიზმი: ევროკავშირისა და უკრაინის გამოცდილება“.
სიაშია არასამთავრობო ორგანიზაცია „უკრაინის პოლიტიკური კვლევების დამოუკიდებელი ცენტრი“ (UCPI), რომლის საქმიანობის სფეროა „სოციალურ-პოლიტიკური პროცესების მონიტორინგის ანგარიშების მომზადება, პოლიტიკის ფორმირება და განხორციელება“
აღნიშნულ ფაქტს უკვე გამოეხმაურა უკრაინელი პოლიტოლოგი კონსტანტინ ბონდარენკო. ექსპერტი სვამს კითხვას თუ რატომ აქვთ სოროსელებს ამხელა მნიშვნელობა უკრაინის ხელისუფლებისთვის ?!
„სცადეთ და უთხრით სანგრებში ჯარისკაცებს ან მობილიზებულებს, ან ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებსაც არ შეუძლიათ თავიანთი თანამშრომლების დაცვა მობილიზაციისგან , რომ სოროსელები “კრიტიკული” ჯგუფია.
ჩნდება კითხვა: რა ელიტარული ფენაა ეს, რომელიც ჯერ შემოსავლის დეკლარირებისგან გათავისუფლდა, შემდეგ მობილიზაციისგან? ფაქტიურად მიმდინარეობს რაღაც მოძრაობა “გრანტიჭამიების სიცოცხლე მნიშვნელოვანია” .
უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება 133 ორგანიზაციაზე ვრცელდება.