დავით ნარმანია: პუშკინის ქუჩაზე ესტაკადა აუცილებლად აშენდება

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, პუშკინის ქუჩაზე ესტაკადა აუცილებლად აშენდება. მისივე თქმით, წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის აშენებას უკავშირდებოდა, აუცილებლად შესრულდება. ნარმანიას ინფორმაციით, არქიტექტურული კონკურსი გამოცხადდება და ამის შედეგად შეირჩევა პროექტი, რომელიც განხორციელდება პუშკინის ქუჩაზე.
“აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გუშინ საკრებულომ იმსჯელა და, ჩემი აზრით, ამ პროექტს, წინ ვერაფერი აღუდგება. ესტაკადა აუცილებლად აშენდება, რაოდენი წინააღმდეგობაც არ უნდა იყოს ოპონენტების მხრიდან, ის აუცილებლად გაკეთდება, ეს სჭირდება ხალხს და საჭიროა ამ უბანზე მოძრაობის საცობებიდან განმუხტვისთვის. ის შემხებლობაში არ იქნება გათხრის შედეგად აღმოჩენილ მემკვიდრეობასთან, თუმცა უნდა ითქვას, რომ მასზე ბეტონი დაასხეს ჩვენმა წინამორბედებმა. ეს პროექტი იქნება კომფორტული იქ მცხოვრებლებისთვის. ამის განხორციელებას თბილისის საკრებულოში წინ ვერაფერი აღუდგება, ამას უკვე აქტიურად განიხილავენ”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები