“მინდა, საზოგადოებას განვუცხადო, რომ საპარლამენტო ფრაქციამ – “ქართულმა ოცნებამ” დააინიცირა დაბალანსებული ამნისტიის პროექტი, რომელიც ჰუმანიზმის პრინციპებსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის სამართლიან ბალანსს ეფუძნება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა რატი იონათამიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
“ამავდროულად, ის აზღვევს რეციდივის რისკებს, ითვალისწინებს დაზარალებულის ინტერესებს, შეესაბამება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს, თანხვედრაშია სისხლის სამართლის პოლიტიკის პრიორიტეტებთან, ქმნის რესოციალიზაციის ხელშემწყობ პირობებს.
ამნისტია შეეხება 2024 წლის პირველ ივლისამდე ჩადენილ მთელ რიგ დანაშაულებს, კერძოდ, სსკ-ის 66 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს”, – აღნიშნა იონათამიშვილმა.