ჯოზეფ ბორელი: ჩვენ რბილად ვრეაგირებდით, როდესაც პუტინი 2008 წელს საქართველოში შეიჭრა

ჩვენ რბილად ვრეაგირებდით, როდესაც ვლადიმერ პუტინი 2008 წელს საქართველოში შეიჭრა, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა, NATO-ს სამიტის ფარგლებში, ევროკავშირის თავდაცვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

მისი თქმით, დასავლეთი “ნახევარი გულით” გამოეხმაურა პუტინის ქმედებას, როდესაც ის 2014 წელს ყირიმის ანექსიას ახორციელებდა.

„ჩვენ არ გვინდოდა იმის დანახვა, რაც აშკარა იყო, რომ პუტინს სურს, რუსეთი კვლავ დომინირებდეს მის სამეზობლოში. პუტინი არ თმობს რუსეთის იმპერიალისტურ ამბიციებს და ეს არის პრობლემა. რუსეთი კვლავ იმპერიასავით იქცევა და პუტინს სურს, აღადგინოს იმპერია – იქნება ეს მეფის იმპერია თუ საბჭოთა იმპერია.

ბოლოს და ბოლოს, 2022 წლის თებერვალში, როდესაც მათ კიევის დაბომბვა დაიწყეს, ჩვენ გამოვფხიზლდით ამ უბედურ რეალობაში და ცუდად მომზადებულები აღმოვჩნდით – გავიღვიძეთ და შემდეგ მივხვდით, რომ არ ვიყავით მზად ამ გამოწვევისთვის.

75 წლის წინ საბჭოთა კავშირი გაჩნდა, როგორც საფრთხე ევროპაში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, რასაც ჩვენ ერთიანობითა და ძალით ვუპასუხეთ.

დღეს, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის იგივე გზაზე სიარული“, – განაცხადა ბორელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები