ბალისტიკური რაკეტების საფრთხის გამო, უკრაინის რამდენიმე ოლქში ღამით საჰაერო განგაში იყო

უკრაინის აღმოსავლეთით, რამდენიმე ოლქში გვიან ღამით, ბალისტიკური რაკეტების საფრთხის გამო, საჰაერო განგაში ამოქმედდა.

ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს მიკოლაევის ოლქში მდებარე ერთ-ერთ სასოფლო-სამეურნეო საწარმოზე. არიან დაშავებულები.

ამასთან, 8 ივლისს კიევის დაბომბვის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა. რუსეთში კი აცხადებენ, რომ მოიგერიეს მორიგი შეტევის მცდელობა მოსკოვის ოლქზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები