მიქანაძე – დანიის მიერ სამხედრო დაფინანსების შესაძლო შეჩერებაზე: არანაირ ადეკვატურობაში არ მოდის

“რადიკალური ოპოზიცია ყველა შესაძლებლობას იყენებს საკუთარი ინტერესებისთვის და ქვეყნის საწინააღმდეგოდ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გივი მიქანაძემ ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადების შეფასებისას ისაუბრა, რომლის მიხედვითაც შესაძლოა, დანიამ საქართველოს სამხედრო დახმარება შეუწყვიტოს.

“როდესაც ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და მისი სამხედრო შენაერთები უკანონოდ არიან განთავსებულნი ქვეყანაში, ამ ფონზე გადაწყვეტილება – სწორედ თავდაცვის სფეროში, უსაფრთხოების საკითხში შეაჩერონ დაფინანსებები, არანაირ ადეკვატურობაში არ მოდის, როდესაც ვხედავთ, რომ არამხოლოდ უკრაინასთან, არამედ სხვა ქვეყნებთან მიმართებითაც იზრდება ის თანხები, რომლებიც უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული”, – განაცხადა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები