C ჰეპატიტზე მკურნალობა 25-მა მსჯავრდებულმა დაასრულა

სასჯელაღსრულების სისტემაში C ჰეპატიტის პროგრამით მკურნალობის კურსი სრული განკურნებით კიდევ 25-მა პაციენტმა დაასრულა. როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, პროგრამაში ჩართულ 25 პაციენტს ექიმებმა ლაბორატორიული ტესტების პასუხები გადასცეს, რომლითაც დადგინდა, რომ C ჰეპატიტის ვირუსისგან ისინი სრულად განიკურნენ. ამ მომენტისთვის ანალოგიური შედეგები აქვს კიდევ 148 პაციენტს, რომლებიც უახლოეს მომავალში მკურნალობას ოფიციალურად დაასრულებენ. ამ მომენტისთვის განკურნების მაჩვენებელი 95%-ია. C ჰეპატიტის პროგრამა, მთავრობის გადაწყვეტილებითა და პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით, სასჯელაღსრულების სისტემაში 2013 წლიდან ხორციელდება და ინფექციის პრევენციას, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას ისახავს მიზნად.
პროგრამა ყველა დაწესებულებაში ხელმისაწვდომია და მის ფარგლებში გამოკვლევები უკვე 7000-მდე პატიმარს ჩაუტარდა. მკურნალობის პროცესს ექიმ-ინფექციონისტების მაღალკვალიფიციური გუნდი, სამოქალაქო ჯანდაცვის სექტორის ექსპერტები და ლაბორატორიული ქსელი მართავს, ხოლო მკურნალობაში ჩართვაზე გადაწყვეტილებას სამედიცინო კრიტერიუმების საფუძველზე ექიმთა კომიტეტი იღებს, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. სასჯელაღსრულების სისტემაში C ჰეპატიტის პროგრამის დაწყების პარალელურად მკურნალობის ღირებულება 60%-ით გაიაფდა სამოქალაქო სექტორის პაციენტებისთვისაც, რომლებმაც ფასდაკლებით სარგებლობისთვის ჯანდაცვის სამინისტროს უნდა მიმართონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები