დიმიტრი პესკოვი კირ სტარმერის განცხადებაზე: ეს დაძაბულობის გაზრდისა და სიტუაციის ესკალაციისკენ კიდევ ერთი უპასუხისმგებლო ნაბიჯია

ეს დაძაბულობის გაზრდისა და სიტუაციის ესკალაციისკენ კიდევ ერთი უპასუხისმგებლო ნაბიჯია, – ასე ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი დიდი ბრიტანეთის პრემიერის, კირ სტარმერის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ბრიტანული Storm Shadow-ის რაკეტების თავდაცვითი მიზნებისთვის გამოყენება უკრაინის გადასაწყვეტია.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ კრემლში ეს განცხადება ჯერ არ უნახავთ.

„კრემლში ეს განცხადება ჯერ არ გვინახავს, თუმცა, თუ ეს სიმართლეა, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს დაძაბულობის გაზრდისა და სიტუაციის სერიოზულად ესკალაციისკენ კიდევ ერთი უპასუხისმგებლო ნაბიჯია, აბსოლუტურად უპასუხისმგებლო ნაბიჯი.

ჩვენ ამ ყველაფერს ყურადღებით აღვნიშნავთ, რა თქმა უნდა, შესაბამის ზომებს მივიღებთ“, – აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები