“სამეული, რომელიც შეარჩია საპროკურორო საბჭომ, არის საკმაოდ საინტერესო” – იონათამიშვილი

“ვფიქრობ, პროცესი იყო საკმაოდ საინტერესო და ჩვენს საზოგადოებას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ თითოეული გასაუბრებისთვის ედევნებინა თვალი”, – ამის შესახებ საპროკურორო საბჭოს წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

“ის სამეული, რომელიც შეარჩია საპროკურორო საბჭომ, არის საკმაოდ საინტერესო და ახლა მნიშვნელოვანია, რომ შედგა კენჭისყრის პირველი ეტაპი. ხვალ კი საბჭო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელსაც უკვე საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნის”, – განმარტა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, საპროკურორო საბჭომ, ფარული კენჭისყრით, შვიდიდან სამი კანდიდატი უკვე შეარჩია – ესენი არიან ვიქტორ ახალბედაშვილი, დარეჯან ბუცხრიკიძე და გიორგი გაბიტაშვილი. ხვალ, 11:00 საათიდან პროცესი განახლდება, სამიდან ერთი შეირჩევა და კანდიდატურა პარლამენტს გადაეგზავნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები