ღამით რუსეთი უკრაინას 20 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს – დაღუპულია ორი ადამიანი
ღამით რუსებმა ოდესის რეგიონს 20 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, რის შედეგადაც დაიღუპა პორტის ორი თანამშრომელი, დაიჭრა მეზღვაური და დაზიანდა სამოქალაქო გემი, – ამის შესახებ ინფორმაციას ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი ავრცელებს.
„ღამით მტერმა რაკეტებით შეუტია ოდესის რეგიონს, აგრესორის სამიზნე იყო ოდესის პორტის ინფრასტრუქტურა, სამწუხაროდ, დაიღუპა ორი ადამიანი, დაცვის თანამშრომელი და სატვირთოს მძღოლი“, – აღნიშნა მან.
მისივე თქმით, დაზარალდა ერთი მეზღვაური, რომელიც ამ დროისთვის საავადმყოფოში მკურნალობს.
აღსანიშნავია, რომ შეტევის შედეგად დაიზანდა საწყობები, სატვირთო მანქანები და სამოქალაქო გემი.